ყავა გასუქებისკენ გვიბიძგებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუკი ადამიანი დღის განმავლობაში, ხუთ ფინჯან არომატულ სასმელს, თუნდაც უკოფეინოს მიირთმევს, მისი წონაში მომატების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, - განაცხადეს ავატრალიის სამედიცინო კვლევითი ისტიტუტის მეცნიერებმა. სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ხუთი ჭიქა ყავა შინაგანი ორგანოების გარშემო, ეგრეთ წოდებული, ვისცერალური ცხიმის (ცხიმის ყველაზე სახიფათო სახეობა) მოცულობას აორმაგებს. ვისცერალური ცხიმი შინაგანი ორგანოების მუშაობას აფერხებს და ისეთ პროცესებს იწვევს, რაც თავის მხრივ, სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება. ყავის ნეგატიურ ეფექტს მასში ქლოროგენის მჟავის არსებობას უკავშირებენ. თუმცა, მკვლევარების თქმით, ზომიერი რაოდენობით ის სასარგებლოა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას უშლის ხელს. ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევარები ლაბორატორიულ თაგვებს დღეში ხუთი ჭიქის ოდენობის ყავის ულუფებს აძლევდნენ. შედეგად დადგინდა, რომ მღრღნელებს ორჯერ უფრო მეტი ვისცერალური ცხიმი უვითარდებოდათ. მკვლევარების თქმით, ყავის სასარგებლო თვისებების თაობაზე გავრცელებული ცნობების მიუხედავად, მათ დაამტკიცეს, რომ ამ სასმელის ჭარბი რაოდენობა წონაში მომატებას იწვევს.