ხვრინვა მხედველობას აზიანებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაივანელმა სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ ხვრინვა ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის მხედველობაზე. სპეციალისტების დასკვნები 1000 პაციენტსა და 6 000 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებული კვლევების შედეგებს ეყრდნობა. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ვინც ძილში ხვრინავს, 1.67-ჯერ მეტად ხშირად ხვდება თვალის ისეთი დაავადება, როგორიცაა გლაუკომა (მას თვალის მაღალი წნევა იწვევს). ხვრინვას შეუძლია ინსულტისა და გულის დაავადებების პროვოცირება. დეტროიტის უნივერსიტეტის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვიბრაცია, რაც ხვრინვის დროს წარმოიქმნება, ტრავმას აყენებს სისხლძარღვებს, მათ ანთებას და გათხელებას იწვევს. ეს კი, როგორც ცნობილია, ათეროსკლეროზის განვითარების პირველი სტადიაა. სწავლულები აცხადებენ, რომ ხვრინვა ისეთივე საშიშია ადამიანისთვის, როგორც მაღალი არტერიული წნევა.