ჯილდო გულის ფორმის ჩიფსისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩიფსების მწარმოებელი კომპანია კონკურსს ატარებს გულის ფორმის იდეალურ ჩიფსზე და 100 ათას გირვანქა სტერლინგს იმ ადამიანს გადასცემს, ვინც დაბრაწულ კარტოფილებში ასეთ ჩიფსს იპოვის. არადა, გულის ფორმას, ეს პროდუქტი, ზოგჯერ კარტოფილის ბუნებრივი ფორმის გამო იღებს. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა ჩიფსის კარგი ფოტო გადაიღოთ ბრტყელ ზედაპირზე და ის სოციალურ ქსელში გააზიაროთ. ასევე, ამ ჩიფსის შეფუთვა უნდა შეინახოთ, მის შესამოწმებლად. საგულდაგულო განხილვების შემდეგ, მსაჯები გამარჯვებულს გამოავლენენ, რომლიც დიდ ფულად ჯილდოს მიიღებს. კონკურსი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.