ძილის ნაკლებობა გენებზე მოქმედებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში არასაკმარისი ძილი, ადამიანის ასობით გენისა და უჯრედების ცვლილებებს იწვევს, რაც ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს. ეს უკანასკნელი კი, ჩვენს მოტივაციასა და აქტიურობას განსაზღვრავს. ბოლო პერიოდში, ძილის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ორი ახალი კვლევა ჩატარდა. ბრიტანელი მეცნიერები ძილის, როგორც რეგენერაციული (აღმდგენი) ეფექტის კვლევით დაკავდნენ. თუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი კი მეხსიერების ფორმირებაში ძილის მნიშვნელობას სწავლობს. ძილი საჭიროა ზრდის, განვითარების, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნური სისტემისთვის. ის ეხმარება ადამიანს ნასწავლის გადამუშავებაში და უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირებაში. ორივე კვლევის შედეგი ამტკიცებს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ძილის ნაკლებობა ასობით გენზე მოქმედებს. გენებზე, რომლებიც უშუალო კავშირშია იმუნურ სისტემასთან, ანთებით პროცესებთან და სტრესულ რეაქციებთან. ეს კვლევა პირველია, რომელმაც ამომწურავად შეისწავლა, თუ რამდენ გენზე ახდენს გავლენას ძილის ქრონიკული ნაკლებობა. სწავლულების განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მუდმივად გამოუძინებლობა, საერთო ჯამში, 711 გენზე ახდენს გავლენას, რაც ადამიანის გენეტიკაში არსებული, დაახლოებით 23 ათასი გენის 3.1%-ია. კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა მოქმედებს გენების აქტიურობაზე, რაც დღისა და ღამის რიტმულობას განსაზღვრავს. იმ გენებზე, რომლებიც მეტაბოლიზმს აკონტროლობენ. სხვა კვლეებით კი, ძილის ნაკლებობასა და ზედმეტ წონას შორის კავშირი უკვე დადასტურებულია.