ჰარი და მეგანი რეზიდენციიდან გაასახლეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანული გამოცემა - The Sun იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ, პრინც ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის ფროგმორ-ჰაუსის რეზიდენციიდან გასახლების გადაწყვეტილება მიიღო. გაზეთის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ჩარლზმა უმცროსი შვილის მემუარების გამოსვლის შემდეგ მიიღო. წიგნში „სათადარიგო“, პრინცი ჰარი უილიამთან კონფლიქტზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ჩარლზის მეუღლე კამილა პარკერი, ძმების შესახებ ინფორმაციას მედიას აწვდიდა. ეს გასახლება ჰარისა და მეგანის დიდ ბრიტანეთში ყოფნის დასასრულს ნიშნავს, - ამბობს გამოცემის წყარო. მისივე ცნობით, წყვილს ალტერნატიული რეზიდენცია შესთავაზეს. ამ ეტაპზე, ჰარი და მეგანი ბრიტანული კოტეჯიდან საკუთარი ნივთების კალიფორნიაში გადაგზავნის პროცესში არიან.