რობოტი თანამშრომლები დაითხოვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Google-ის შვილობილმა კომპანიამ, მასობრივი შემცირებების ფონზე, 100-ზე მეტი რობოტი თანამშრომელი დაითხოვა. „ჭკვიანი მანქანები“, ძირითადად, დასუფთავებაზე მუშაობდნენ - ალაგებდნენ სასადილოებს და ნაგავს ახარისხებდნენ. ეს გადაწყვეტილება კომპანიის ექსპერიმენტული განყოფილების დახურვის გამო მიიღეს, სადაც რობოტოტექნიკის სხვადასხვა პროექტებს ამუშავებდნენ. მიუხედავად წარმატებული ექსპერიმენტებისა, რობოტებიცა და მათი შემქმნელებიც კომპანიის ბიუჯეტის შემცირებას შეეწირნენ.