ბროკოლი ანტიბიოტიკებს სჯობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ისრაელიდან აღმოაჩინეს, რომ ბროკოლში, ყვავილოვან კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულში არსებული დიინდოლილმეტანი (DIM), ჭრილობებს ანტიბიოტიკზე ორჯერ უფრო სწრაფად ახორცებს. ამ ნივთიერებაზე დამზადებული საცხი ღორებზე გატესტეს. აღმოჩნდა, რომ ის ხელს უშლის ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას. ამის წყალობით, ჭრილობა ხუთ დღეში ხორცდება. ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატებით კი ამ პროცესს 10 დღე დასჭირდა. სპეციალისტები ახლა სრულყოფილი საცხის შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც ადამიანებზე გამოიყენებენ. თუკი კვლევები წარმატებულად დასრულდება, ახალი საცხი ანტიბიოტიკებს ჩაანაცვლებს.