გენიალურობის გენი აღმოაჩინეს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონის „კინს კოლეჯის“ სპეციალისტებმა ადამიანში გენიალურობის გენს მიაკვლიეს. მკვლევარებზე დაყრდნობით, BBC იუწყება, რომ გენის მომატებული აქტიურობა, რომლის კოდური სახელწოდებაა NPTN და პასუხისმგებელია რუხი ნივთიერების სიმკვრივეზე, იწვევს ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდას. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გენიალურობა დამოკიდებულია ამ გენის მუშაობის განსაკუთრებულობაზე - აღნიშნავენ სწავლულები. მკვლევარები შეეცადნენ, ადამიანების ინტელექტუალურ პოტენციალს შორის განსხვავების მიზეზები გაერკვიათ. აღმოჩნდა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხდება ნეირონებს შორის ინფორმაციის გაცვლა. ამ უკანასკნელს კი NPTN -გენის აქტიურობა განაპირობებს. გენიალურობა, ფაქტობრივად, წარმოადგენს თავის ტვინის შესაძლებლობას კომუნიკაციისა და ინფორმაციის დამუშავების მიმართ - ამბობენ მეცნიერები.