მკვეთრი შუქი დეპრესიას კურნავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა იმის მტკიცებულებას მიაგნო, რომ მკვეთრი შუქის თერაპია არ მარტო სეზონურ დეპრესიას შველის, არამედ, სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობებსაც კურნავს. კვლევის დროს, მედიკოსები პაციენტებს სპეციალურ სანათებს აძლევდნენ, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღე 15, 30 ან 45 წუთით ენთო. ექსპერიმენტს 9 ავადმყოფის პალატაში ატარებდნენ. ოთხ მათგანს სინათლეს დილით უნთებდნენ, დანარჩენებს კი - შუადღეზე. გამოკვლევების შედეგად, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მკვეთრი შუქით თერაპია შედარებით უფრო სასიკეთო დღის საათებში იყო, ხანგრძლივობა კი  დაახლოებით, 15 წუთი.

ექსპერიმენტისას, სწავლულებმა ისიც დაადგინეს, რომ შუქის თერაპია არა მარტო ზამთრის დეპრესიას შველის, არამედ, სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებებსაც. მათ დაამტკიცეს, რომ ბიპოლარულ აფექტურ აშლილობას, რომელსაც ადრე მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს უწოდებდნენ, სჯობს, მკვეთრი შუქის დახმარებით უმკურნალონ.