სტუმრებს მღვიმეში ეპატიჟებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული ორი წელი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, მეტად რთული გამოდგა და დაწესებულებები, რომლებიც კარანტინის შემდგომ კვლავ გაიხსნა, ცდილობენ, მომხმარებელს ახალი სერვისები შესთავაზონ და კლიენტები მიიზიდონ. ასე მოიქცა ერთ-ერთი გამაჯანსაღებელი კურორტი Banjaran Hotsprings Retreat მალაიზიაში, რომელთაც სტუმრები ნამდვილად გააოცეს. კურორტი ტროპიკულ ტყეში მდებარეობს, სადაც გარშემო ჩანჩქერები და უამრავი მღვიმეა, უჩვეულო კირქვული წარმონაქმნებით - სწორედ ერთ-ერთ ასეთ მღვიმეში მოაწყვეს რესტორანი.

სტუმრებს აქ შეუძლიათ „დაემალონ“ სტრესსა და პრობლემებს, თან დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილებაც მიიღონ. რესტორანი გთავაზობთ ტრაპეზს დახვეწილი კერძებით, სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს შორის, ძვირფასი ღვინის თანხლებით. თუ ჭამის შემდეგ გასეირნება მოგინდებათ, ტერასაზე გახვალთ და ცხელი წყაროების ხედებით დატკბებით ანდა ტელესკოპით ვარსკვლავებს დააკვირებით. ბუნების სილამაზე კლიენტების განწყობას აუმჯობესებს და სამკურნალო ზემოქმედებასაც ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.