გასახდომი პრეპარატი წარმატებული აღმოჩნდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელსაც ჭარბწონიან ადამიანებზე კლინიკურად სცდიდნენ, მონაწილეებში წონის რეკორდული კლება აჩვენა. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly and Company (Lilly)-ის შექმნილი Tirzepatide, წონაში კლებას ხელს უწყობს ბუნებრივი ჰორმონების - ინკრეტინების ეფექტების მიბაძვის მეშვეოპბით. ეს ჰორმონები ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონეს ამცირებენ და მეტაბოლურ პროცესებს არეგულირებენ.

ახალი პრეპარატი, რომელიც ბაზარზე ჯერ ხელმისაწდომი არ არის, ორი კონკრეტული ინკრეტინის სინთეტიკურ კომბინაციას წარმოადგენს. კლინიკური ცდების მესამე ფაზაში, 2500-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. ისინი ან მსუქნები იყვნენ, ან - ჭარბწონიანები. 72 კვირის განმავლობაში, მათ ნაწილს Tirzepatide-ს აძლევდნენ, ნაწილს კი - პლაცებოს. კვლევის მსვლელობისას, მოხალისეებში, რომლებიც ახალ პრეპარატს იღებდნენ, დაფიქსირდა წონაში კლების მნიშვნელოვანი დონე (ყველაზე მეტი - 24 კილოგრამი).