მიირთვით ყველი ძილის წინ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Emma Sleep-ის წარმომადგენლები გვირჩევენ, ყველი ძილის წინ მივირთვათ. მიზეზი ის არის, რომ ეს პროდუქტი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ კარგ ძილს. ეს ტრიპტოფანია - ბიოქომიური ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს. ის მელატონინის „წინამორბედია“, იმ ჰორმონისა, რომელსაც ძილის ციკლის შეცვლა შეუძლია. თუმცა ძილის წინ, ყველის მირთმევისას, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ის უნდა ჭამოთ არა უშუალოდ ძილის წინ, არამედ, ორი-სამი საათით ადრე. სპეციალისტები გვიხსნიან, რომ ეს დრო საჭიროა, რათა ორგანიზმმა სწორად გადაამუშაოს მიღებული საკვები.