ლუდი ალცჰეიმერის წამალი აღმოჩნდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედი და ფინელი სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქარვისფერი სასმელი ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას აღკვეთს - ეს ალკოჰოლური სასმელი აფერხებს ამილოიდური თრომბების თავმოყრას. თუმცა, ჯერჯჯერობით, არ დაუდგენიათ არც ამგვარი ზემოქმედების მექანიზმი და არც სასმელის კონკრეტული დოზა. მკვლევარებმა გააანალიზეს კავშირი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების მოხმარებასა და ბეტა-ამილოიდების თავმოყრას შორის თავის ტვინში.

მათ ფინეთში 35-დან 70 წლამდე ასაკის 125 მამაკაცი გამოიკვლიეს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გარდაიცვალნენ. გაირკვა, რომ ასაკთან ერთად, ამილოიდების კონცენტრაცია ყველასთან იზრდებოდა, თუმცა ლუდის მოხმარებამ ის საკმაოდ შეამცირა. არც სასმელის მოცულობას, არც ღვინის მოხმარებისადმი მიდრეკილებას და არც სხვა სასმელს მათზე ზეგავლენა არ მოუხდენია.