3D-ბოტასები წონას გაგიკონტროლებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა სწავლულებმა სამგანზომილებიან პრინტერზე სპორტული ფეხსაცმელი დაბეჭდეს, რომელიც ადამიანის ფეხის ზომას თავად ერგება. გარდა ამისა, ბოტასები მომხმარებელს აცნობებს წონის მატებას და ოფლის გამოყოფასაც არეგულირებს. მის ძირებზე ჩამაგრებულია სპეციალური სენსორები, რათა ინფორმაცია მოაგროვონ. ამის შემდეგ, ის ავტომატურად გადადის კლიენტის ვირტუალურ ღრუბელში.

ამასთან, სიახლე გარემო პირობებსაც აფასებს და მისი დაბინძურების ხარისხზეც იძლევა ინფორმაციას. 3D-ბოტასები ამჟამად დუბაის მომავლის მუზეუმშია გამოფენილი. მისი ავტორები გეგმავენ, ფეხსაცმელი წარმოებაში მალე ჩაუშვან და სამი წლის შემდეგ, გასაყიდად გამოტანასაც ვარაუდობენ. მოდელები ორ ვერსიად გამოვა - სტანდარტული და პრემიალური. ბოტასების ღირებულება, დაახლოებით, 200-დან 500 ევრომდე იქნება.