ხანმოკლე ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეში 15-წუთიანმა ვარჯიშმა, შესაძლოა, ადამიანი ნაადრევ სიკვდილს გადაადრჩინოს, - ნათქვამია სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის სწავლულების დასკვნაში. მათი შეფასებით, რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს შეუძლია დაავადებების უმეტესობის რისკი 22%-ით შეამციროს. კვლევები, რომლებსაც ფრანგი მეცნიერები აწარმოებდნენ, 2011 წლიდან მიმდინარეობდა და მასში ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. რაც უფრო მეტს ვარჯიშობდნენ ისინი, მით ნაკლები იყო გულის დაავადებებითა და სიმსივნით გარდაცვალების რისკი. სწავლულები მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ვარჯიშობენ, ცხოვრების სტილი შეცვალონ, მხოლოდ არა სწრაფად - მათი თქმით, დღეში 15-წუთიანი ვარჯიში საკმარისია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.