პარიზში ველოტაქსითაც იმგზავრებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის დედაქალაქში ველოტაქსის სერვისი - Heetch Bike ამოქმედდა. ელექტროველოსიპედზე ამხედრებული მძღოლი მგზავრებს სპეციალური, მისაბმელი კაბინით გადაიყვანს. როგორც სერვისის იდეის ავტორები ამტკიცებენ, გადაადგილების ასეთი საშუალება ეგრეთ წოდებული ტუკ-ტუკებისგან განსხვავდება. თანაც, ველოტაქსით მგზავრი დანიშნულების ადგილას 40%-ით სწრაფად და 20%-ით იაფად მივა, ვიდრე პოპულარული  Uber-ის სერვისით სარგებლობისას. მიბმული კაბინა წინ და გვერდებზე შუშით არის დაცული, ასე რომ, ველოტაქსით ცუდ ამინდშიც შესაძლებელი იქნება მგზავრობა. ახალი სერვისით სარგებლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი.