პარლამენტში დღეს სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს უკვე ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელებს ელიან. დეპუტატები დღეს სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ. ხვალ კი (7 თებერვალს) მთავრობის განახლებული შემადგენლობა შეხვედრებს გამართავს ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

8 თებერვალს მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს. ასევე, დამტკიცდება პრემიერ მინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამა. კვირის ბოლოს ქვეყანას ახალი პრემიერი და განახლებული მინისტრთა კაბინეტი ეყოლება.