სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დღეს წლიური ანგარიშით წარდგება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 12:00 საათზე პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.

ამ რანგში ეს ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება იქნება. რეგლამენტის მიხედვით, მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ, რის შემდეგაც, ზურაბიშვილი უფლებამოსილია საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.

სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის სტატუსით ეს პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენება იქნება.