პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში სიტყვით გამოდის შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური. ის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრობის დროს, სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ამავე სხდომაზე მოუსმენენ იუსტიციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს.

დღეს ასევე ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების მონაწილეობით სხდომა, სადაც დეპუტატები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის, კულტურისა და სპორტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.