„საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ“ - კახა კალაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერმა, კახა კალაძე გურიაში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

„საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ - გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი, ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.