პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბიშვილს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის მთავარ დიპლომატთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართა.

მანამდე კი, ზბიგნევ რაუ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგი გაუგებრობით დასრულდა. ერთობლივ ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ სიტყვა პოლონურად წარმოთქვა, სადაც მიხეილ სააკაშვილიც ახსენა, თუმცა ადგილზე არ იყვნენ პოლონური ენის თარჯიმნები. თუმცა "მთავარმა არხმა" გაარკვია რა თქვა პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას, ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ თავად გაავრცელა და განცხადებაში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას.