მამარდაშვილი საუკეთესო იყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მასპინძლებმა ქულის მომტანი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეაგდეს. როგორც წესი, ასეთ დროს, ყვლაფერი მეკარეს ბრალდება ხოლმე, მაგრამ არა ამ შემთხვევაში - ქართველი კიპერი, ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, მატჩის საუკეთესოდ დასახელდა, რადგან შეხვედრის განმავლობაში არაერთი რთული ბურთი მოიგერია და მისი გუნდი დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდა, სწორედ მამარდაშვილის დამსახურებაა.

„კარგად ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ გოლი ბოლო წუთზე გავუშვით და ამის გამო, ძალიან გაბრაზებული ვარ. ახლა მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ და იქ უნდა შევეცადოთ გამარჯვების მოპოვებას“,-განაცხადა ნამატჩევს გიორგიმ.