რაგბი ჩვენი თამაშია?!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატი დასრულდა და დასრულდა ისე, გულშემატკივრები უკეთესს ვერც ვინატრებდით - ფინალურ შეხვედრაშ, სამხრეთ აფრიკამ, ახალი ზელანდია ძალიან ლამაზ, სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში, 12:11 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. რა თქმა უნდა, ეს აფრიკელებისთვის ძალიან კარგია, ისინი სამშობლოშ გიმრებად დაბრუნდნენ, მაგრამ...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატი ისე დაასრულა, რომ ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო და ამას ნაკრების თავკაცის, ლევან მაისაშვილის პოსტის გადაჰყვა, თმცა ახლა ამ თემაზე ნაკლებად გვსურს საუბარი. საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა, რაგბიპევროპის ჩემპიონატშ დამაჯერებლად იასპარეზა და პირველ დივიზიონში გადასასვლელად სულ ცოტა დააკლდფა. ყველამ აღიარა, რომ ქართველ ქალებს ცოტა მეტი პრაქტიკა სჭირდებათ და აგერ შანსიც გამოჩნდა - საქართველოს როგორც კაცთა, ისე ქალთა 7-კაცა ნაკრებები დუბაის ტურნირზე მიიწვიეს. რაგბის კავშირმა კი, უსახსრობის გამო, მხოლოდ კაცები გაუშვა, ქალებს უარი ეთქვათ.

საინტერესო იცით რა არის? ლამის თვეში ერთხელ, რაგბის კავშირში საგანგებო პრესკონფერენცია იმართება, სადაც მორაგბეების ახალ სპონსორებს გვაცნობენ და გვეუბნებიან, რომ დამატებითი სახსრების მოძიება ხერხდება. თუ ეს სახსრები მხოლოდ კაცებისთვის არის, გვითხრან, თუ არა და... კულუარებიდან რატომ ჟონავს ინფორმაცია, რომ რეალურად რაგბის კავშირში უმძმესი ფინანსური კრიზისია და ქალთა ნაკრების დუბაის ტურნირზე გაშვება ამიტომაც ვერ მოხერხდა? თუ რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია, ყველამ ვითამაშოთ, თუ არა და, მხოლოდ კაცების თამაში დავარქვათ და ქალების ყველა ასაკობრივი ნაკრები უბრალოდ გავაუქმოთ.