გარსია კვარაცხელიას უფრთხილდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიურმა „ნაპოლიმ“ სერია A-ში მორიგი მატჩი მოიგო. როგორც წესი, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითადში დაიწყო, მაგრამ მწვრთნელმა ის ძალიან ადრე, 69-ე წუთზე შეცვალა. არადა, იმ დროისთვის ანგარიში 1:0 გახლდათ ანუ ნეაპოლელებს გარანტირებული გამარჯვება არ ჰქონდათ, თუმცა მატჩამდე რუდი გარსიას არ დაუმალავს, რომ ხვიჩას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს უფრთხილდება და ცდილობს, ისინი ტრავმებს აარიდოს.

ჩვენი აზრით კი, ეს ყველაერი იმით არის გამოწვეული, რომ 8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, „ნაპოლი“ ბერლინის „უნიონს“ მასპინძლობს და თუ გაიმარჯვებს, ჯგუფიდან გასვლას ინაღდებს. სწორედ აღნიშნული შეხვედრისთვის გადაინახა მწვრთნელმა კვარაცხელია და იმედი გვაქვს, დასვენებული ხვიჩა მეტოქეს უფრო მეტი ენერგიით შეუტევს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე