მწარე სიმართლე - ტოტიმ დუმილი დაარღვია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი, ფრანჩესკო ტოტი, ბრწყინვალე კარიერის გარდა, იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან კარიერა ერთ კლუბში, „რომაში“ გაატარა და სხვა გუნდის მაისური არასოდეს მოურგია. მან „რომაში“ ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და მთლიანობაში, 30-წლიანი კარიერის შემდეგ, „პენსიაზე“ გავიდა. ისე როგორ იქნებოდა, ლეგენდარული მოთამაშე და კაპიტანი „რომას“ მენეჯმენტში დასაქმდა, თუმცა იქიდან მალე წავიდა და ახლა ფეხბურთში აღარ საქმიანობს.

„რომაში“ 30 წელი გავატარე, უამრავ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, არ წავედი მადრიდის „რეალშიც“ კი, მაგრამ ამ კლუბთან ჩემი ისტორია სამწუხაროდ დასრულდა. სიმართლე ისაა, რომ, როდესაც ფეხბურთში არავის სჭირდები, პატივისცემა ქრება. გადახედეთ, რა ადამიანები ვართ ფეხბურთს მიღმა - მე, პაოლო მალდინი, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო ბაჯო... ეს რაღაცას ნიშნავს, არა?“ - განაცხადა ტოტიმ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე