დევისი-სმოლნიკის წყვილმა მორიგი გამარჯვება იზეიმა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიანა დევისმა და გლებ სმოლნიკამ საქართველოს სახელით გამოსვლა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს და უკვე მეორე საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვეს. თუ რამდენიმე თვის წინ, მათ ლეიკ პლესიდის (აშშ) პრესტიჟული ტურნირი მოიგეს, ახლა, არანაკლებ საინტერესო და ძლიერ ტურნირზე იპირველეს.

„დენის ტენის მემორიალი“ ასტანაში გაიმართა და დევისი-სმოლნიკის წყვილმა, საბოლოო ჯამში, 192.67 ქულა დააგროვა, რაც პირველობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მეორე ადგილზე გერმანული წყვილი გავიდა, მესამეზე - უკრაინული. შეგახსენებთ, რომ დიანა დევისი რუსეთში მოღვაწე წარმატებული მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე