„აიაქსის“ მწვრთნელად არველაძეს ითხოვენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე დაინიშნო. მას შემდეგ, რაც გუნდიდან მორის სტეინი გაუშვეს, დიდი სჯა-ბაასი მიდის იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაიბარებს ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვან კლუბს. საქმე ის გახლავთ, რომ ამსტრერდამელებს ზედიზედ 9 მატჩია არ მოუგიათ, რაც კლუბის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა და სტეისაც კარისკენ სამართლიანად მიუთითეს. სოციალურ ქსელსა თუ კლუბის ფორუმზე განხილვისას კი, ყველაზე ხშირად სწორედ არველაძეს ახსენებენ. მოგეხსენებათ, შოთა „აიაქსის“ ღირსებას 1997 წლიდან 2001 წლამდე იცავდა და დღემდე გულშემატივართა ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად რჩება.

საუბარია იმაზეც, რომ ვინც არ უნდა დაინიშნოს გუნდის თავკაცად, მისი კონსულტანტი აუცუილებლად ლეგენდარული ლუი ვან გაალი უნდა იყოს. ჰოდა, ვან გაალსა და შოთას ერთად მუშაობის გამოცდიელბაც აქვთ, ერთმანეთს კარგად უგებენ და თავად დიადი მწვრთნელიც არველაძის დანიშვნის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. ჩვენთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, ვინც არ უნდა დაინიშნოს „აიაქსში“, ქართველ გიორგი მიქაუტაძეს სათამაშო დრო ჰქონდეს და მყარი სათადარიგოდან, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცეს.

ერედივიზიონის მეათე ტურში ამსტერდამელები „პსვ“-სთან 5:2 დამარცხდნენ და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.