ისტორია არ დაიწერა - რაგბის ახალი ჩემპიონი არ ეყოლება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

28 ოქტომბერს, „სტად დე პრენსზე“, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, რომელშიც ახალი ზელანდია სახმრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე მსოფლიო პირველობა საფრანგეთში იმართება და მასპინძელთა გუნდი ძალიან კარგ ფორმაში იყო, გაჩნდა მოლოდინი, რომ „მამლები“ ჩემპიონატს მოიგებდნენ და ისტორიას შეცვლიდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ აქამდე მსოფლიოს ჩემპიონი რაგბიში, მხოლოდ ოთხი ქვეყანა გახდა - ახალი ზელანდია (სამჯერ), ავსტრალია (ორჯერ), სამხრეთ აფრიკა (სამჯერ) და ინგლისი (ერთხელ).

რაგბიში ჩახედული ხალხი ვარაუდობს, რომ ფინალური დაპირისპირების ფავორიტი ახალი ზელანდიაა და მართლაც, ისინი კარგ ფორმაში არიან, თუმცა სამხრეთ აფრიკას აქვს ძალიან, ძალიან მებრძოლი სული და აკი, ფინალისკენ სავალ გზაზე, საუცხოოდ მოასპარეზე ინგლისს ბოლო წამს გამოსტაცეს გამარჯვება ხელიდან. ჰო, ინგლისი 78 წუთის განმავლობაში, მუდმივად წინ იყო და მხოლოდ ბოლო ორ წუთში დათმო სადავეები, ისიც ერთი ქულით. მოკლედ რომ ვთქვათ, 28 ოქტომბერს ძალიან საინტერესო სანახაობა გველის.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე