ძიუდოისტები ევროპისთვის დაირაზმნენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

3-5 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ ოთხი მედალი მოიპოვა - ოქროები ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ აიღეს, ბრინჯაოს მედლები - გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა. ყველას აინტერესებდა, კონტინენტის პირველობაზე რა შემადგენლობას დააყენებდა ლაშა გუჯეჯიანი და აგერ, სიაც გვაახლა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკრები მონპელიეში უძლიერესი შემადგენლობბით მიდის და ყველაზე ცუდ შემთხვევაშ, შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებას ველით.

-60 კგ. - გიორგი სარდალიშვილი

-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ. - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური

-100 კგ. - ილია სულამანიძე

+100 კგ. - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი