საზონოვი ძირითადს იმსახურებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის სერია A-ში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი, საბა საზონოვი მოედანზე გასულ ტურში, „ლაციოსთან“ შეხვედრაში გამოჩნდა. საბამ მატჩი სათადარიგოთა შორის დაიწყო, მაგრამ 27-ე წუთზე მისი თანაგუნდელი დაშავდა და საბა მოედანზე შევიდა, რომელსაც რომაელთა კაპიტნის და მთავარი დამრტყმელის, ჩირო იმობილეს შეჩერება დაევალა.

„არავინ ელოდა, რომ საზონოვი ასე ითამაშებდა. მაან იმობილეს გასაქანი არ მისცა და „ტორინოს“ ეს გოლიათი, მომავალ შეხვედრებში კიდევ არაერთ ფორვარდს გაამწარებს. საბა ძირითად შემადგენლობაში თამაშს უპირობოდ იმსახურებს და იმედია, ამას ტურინული კლუბის ხელმძღვანელობაც მიხვდება“,-წერს იტალიური მედია.

მოგეხსენებათ, საზონოვი საქართველოს ნაკრების ძირითადში ნელ-ნელა მკვიდრდება და იმედი გვაქვს, იგივეს „ ტორინოშიც“ გააკეთებს, დამაჯერებელი ასპარეზობის შემდეგ კი, არც ტოპ-კლუში გადასვლის პერსპექტივაა შორს.