მესიმ მილიარდზე უარი თქვა და ამერიკაში მიდის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გადაწყვეტილი ამბავია - ლიონელ მესი კარიერას ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, კლუბში, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემი გახლავთ. ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურია ის ამბავი, რომ ლეომ არაბული კლუბის შეთავაზება და ორ წელიწადში 1.2 მილიარდი დოლარის მიღების შანსი ხელიდან გაუშვა, კატეგორიული უარი განაცხადა და წავიდა გუნდში, რომელიც ამერიკულ ლიგაში 15 ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზეა და ჩემპიონობის არანაირი შანსი არ აქვს. გამოდის, რომ ლეომ აირჩია გუნდი, რომელსაც რეალურად არაფრის შანსი არ აქვს და ჩემპიუონობასა თუ ოქროს მედლებს მიჩვეული მესისთვის ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა, თანაც იმის ფონზე, რომ მომდევნო ორ წელიწადში, მას მილიარდზე მეტის გამომუშავება შეეძლო.
„ჩემი ევროპული კარიერა დასრულდა. „ბარსელონაში“ დაბრუნების შანსსი? ეს შანსი სულ არსებობდა და სულ იარსებებს, რადგან ბარსელონა ჩემი სახლია, მაგრამ ახლა ამერიკაში მივდივარ“,-განაცხადა ლეომ.
ყველაფერი მას შემდეგ დალაგდა, რაც მესის კონტრაქტის დეტალები გაირკვა. „ინტერ მაიამის“ გენერალური სპონსორები Apple და Adidas-ი არიან. შესაბამისად, ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ლეოს ანგარიშზე დაირიცხება. აგრეთვე, მის ანგარიშზე დაირიცხება ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ფული. თავად განსაჯეთ, როცა იტალიური „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში გავიდა, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტრისმა ბილეთის ფასი 400 ევრომდე გაზარდა, რასაც სერიოზული პროტესტი მოჰყვა. მესის დებიუტი „ინტერ მაიამიში“ 21 ივლისს შედგება და მატჩზე დასასწრები ბილეთი... 9 ათასი დოლარი ღირს და ამას არავინ აპროტესტებს. ყველაფერთან ერთად, კარიერის დასრულების შემდეგ, არგენტინელს კლუბის აქციების შეძენის უფლება ექნება. მესის არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ამერიკაში ცხოვრებას აპირებს და ბიზნესისთვის კარგ საფუძველსაც იქმნის.