სპალეტის მანქანის საჭე დაუბრუნეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შუა სეზონშ, ახლა უკვე იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის კლუბის გულშემატკივრებმა ავტომობილი „ფიატ პანდა“ მოპარეს. ჰო, სწორედ რომ გულშემატკივრებმა, რადგან სინიორ ლუჩანოს, მანქანის დაკარგვიდან ნახევარ საათში, შეტყობინება მიუვიდა, სადაც წერდნენ, რომ ის საკუთარ მანქანას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა. რა თქმა უნდა, სპალეტიმ მათი შეთავაზება არ მიიღო და კლუბის გაძღოლა გააგრძელა, რამაც საბოლოოდ „ნაპოლი“ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ახლა კი, ის გუნდს დაემშვიდობა და ახალი სამუშაოს ძებნაშია. გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, სპალეტიმ ღიმილით თქვა, ხომ ვტოვებ თანამდებობას, იქნებ ჩემი მანქანა ახლა მაინც დამიბრუნოთო. ამ დროს საპრეესკონფერენციო დარბაზში, სამი ახალგაზრდა შემოვიდა, ორმელთაც სახეზე პირბადე ჰქონდათ აფარებული და სპალეტის ყუთით რაღაც გადასცეს.
მწვრთნელმა მუყაოს ყუთი ფრთხილად გახსნა და იქიდან... „ფიატ პანდას“ საჭე ამოიღო. ანუ, მას მთლიანი ავტომობილის ნაცვლად, მხოლოდ საჭე ერგო. სპალეტი ამ ამბავმა ძალიან გაამხიარულა, ბევრი იცინა და ამანათის მომტანებსაც გულთბილად გადაეხვია.