პარადოქსი - ერთ წონაში მსოფლიოს ორი ჩემპიონი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსებს კოჭი გაუგორა

არც თუ დიდი ხნის წინ, ძიუდოისსტთა შორის დოჰაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველებისთვის ტრიუმფით დასრულდა. ორი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ქართველთათვის აშკარად კარგი მონაგარი იყო. მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ლეგენდარული ტედი რინერი გახდა, რომელმაც ფინალში ნეიტრალური სპორტსმენის სტატუსით მოასპარეზე ინალ ტასოევს მოუგო. მოგეხსენებათ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ რუს ძიუდოისტებს ნეიტრალური სტატუსით  ტურნირებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ. მოკლედ, რინერი-ტასოევის შეხვედრის დროს იყო მომენტი, როცა რუსმა ძიუდოისტმა სახელოვან მეტოქეს მომგებიანი გდება გაუკეთა, მაგრამ მსაჯებმა არ შეაფასეს და შემდეგ უკვე რინერმა იმარჯვა. აღნიშნული ილეთი განხილვის საგანი გახდა და საბოლოო ჯამში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტასოევმა მომგებიანი გდება გააკეთა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რინერისთვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა ჩამოერთმიათ, მაგრამ არც ეს გამოდიოდა და... +100 კილოგრამში დოჰას მსოფლიო პირველობაზე მსოფლიოს ორი ჩემპიონი გვყავს - ინალ ტასოევი და ტედი რინერი.

ბარემ ისიც გავიხსენოთ, როცა გურამ თუშიშვილმა მოუგო ტედი რინერს, განხილვის შემდეგ, ჩვენებურს ის მოგება უბრალოდ გაუუქმეს, აქაოდა, ილეთი მომგებიანი არ იყოო.