მამარდაშვილი მსოფლიოში მე-13 მეკარეა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში (იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი) 98 კლუბი თამაშობს და შესაბამისად, თითო კლუბს სასეზონო განაცხადში სამი მეკარე ჰყავს. ჰოდა, დანარჩენ მსოფლიოს ჩემპიონატებს რომ კთავი დავანებოთ, მხოლოდ ესეც გვეყოფა საამაყოდ. დღეს არსებული სატრანსფერო ფასების მიხედვით, „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში მე-13 კიპერად ითვლება.

ქართველზე წინ ისეთი ცნობილი მეკარეები არიან, როგორებიც ჯანლუიჯი დონარუმა, ტიბო კურტუა,  მაიკ მინანი, დავიდ რაია, აარონ რამსდეილი, მაიკ მენიო, დიეგო კოშტა, მარკ ანდრე ტერ შტეგენი ანდრე ონანა და სხვები არიან. გიორგის სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა მაშინ, როცა ყველაზე ძვირადღირებული კიპერების ფასი, მაქსიმუმ 45 მილიონია. ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე, მამარდაშვილის ტრანსფერზე არაერთი ევროპული გამოცემა წერდა, თუმცა საბოლოო ჯამში, გიორგი კვლავ „ვალენსიას“ რიგებში დარჩა და ეს იმით ახსნეს, რომ მას ამ სეზონშიც დააკვირდებიან. ჯერჯერობით, მამარდა საკუთარ საქმეს თავს კარგად ართმევს და იმედი გვაქვს, სეზონის ბოლოს, მისი სატრანსფერო ფასიც გაიზრდება და ამბიციური კლუბების სურვილებიც.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე