ძალოსნობა, შესაძლოა, 2028 წლის ოლიმპიადაზე დააბრუნონ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წელს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2028 წელს გასამართ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, ძალოსნობა აღარ იყოს. 2028 წელს, ოლიმპიადას ლოს ანჯელესი მასპინძლობს და სწორედ იქიდან იგეგმება ოლიმპიადიდან ძალოსნობის მოხსნა. არ გეგონოთ, მიზეზი სპორტის არასანახაობრივი მხარე იყოს. არა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ვარაუდობენ, რომ ამ სახეობაში ანტისადოპინგო კონტროლი შესაბამის დონეზე არ არის და ამას ხელს თავად ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია უშლის.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში ძალოსნობის ჩართვის რეკომენდაციით გამოდის, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება 2024 წელს პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებს და შეამოწმებს ანტისადოპინგო პროგრამის ეფექტურობას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ასევე ყურადღებით დააკვირდება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მმართველობაში განსახორციელებელ ცვლილებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგეხსენებათ, ძალოსნობაში ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. დღეისთვის, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახლავთ, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ოლიმპიური პროგრამიდან სპორტის ამ სახოების ამოღება სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე