საბა ფურცელაძე მსოფლიო ჩემპიონია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სტამბოლში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 17-წლამდელთა შორის საბა ფურცელაძე (92კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წევრი საიფულა გაჯიმაგომედოვი დაამარცხა, რომელიც ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობდა. დღეს ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჭიდავა საბა სურმანიძემაც (60კგ), რომელიც დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანელ კარიმოვთან 3:4 დამარცხდა და შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე, მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს კობა ქარუმიძემაც (51 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში უზბეკი მეტოქე დაამარცხა და ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.