ბაზაძე მსოფლიოს ჩამპიონატზე ვერცხლს დასჯერდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოფარიკავეთა შორის, მილანში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. რეიტინგის ლიდერი სანდრო ბაზაძე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე დამაჯერებლად იარა, თუმცა ფინალში მას მეტოქედ ცაცია ამერიკელი, ელი დერშვიკი შეხვდა, რომელთანაც ქართველმა ვერაფერი გააწყო და 6:1:5 დამარცხდა. იმის მიუხედავად, რომ ბაზაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, მან ძალიან საინტერესო რეკორდი დაამყარა - ქართველმა მოფარიკავემ ბოლო 11 ტურნირიდან 10 მედალი მოიგო ანუ კვარცხლბეკზე ათჯერ ავიდა.

მართალია, სანდრო მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მაგრამ შარშანდელი შედეგი მაინც გააუმჯობესა - შარშან გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბაზაძე მესამეიყო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე