მოგეხსენებათ, სტარტი ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებამ აიღო და ევროპულ ნაკრებებს სხვადასხვა ამოცანა აქვთ გადასაჭრელი. აგერ, საქართველოსგან ჯგუფის მოგებას, B-დან A ჯგუფში გადასვლას და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ვითხოვთ, ვიღაცას უბრალოდ მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი და ბევრი პრეტენზია არ გააჩნიაა, აი, სან მარინო კი...
სან მარინოში, დაახლოებით, 33 ათასი ადამიანი ცხოვრობს ანუ იმაზე ორჯერ ნაკლები, ვიდრე „დინამოს“ სტადიონზე ეტევა. შესაბამისად, ამ ქვეყნის ნაკრებში, ფეხბურთელების მოძიება-მოყვანა ურთულესი საქმეა, პროფესიონალი ფეხბურთელის ნახვაც კი ჭირს და რა გასაკვირია, რომ ოფიციალურ დონეზე გამართული 176 მატჩდან, სან მარინოს 5 ფრე ჰქონდა ნათამაშები, 171 მატჩში კი მარცხი განიცადა. ჰოდა, მაშინ, როცა საქართველო, თბილისში, ჩეხეთს ანადგურებდა, სან მარინოს მორიგი მატჩი ლიხტენშტეინთან ჰქონდა (შედარებისთვის, ლიხტენშტეინის მოსახლეობა 35 ათასამდეა). ჰოდა, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და...
„ეს სახალხო ზეიმია, ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო, ჩვენ პირველი ოფიციალური შეხვედრა მოვიგეთ“, - აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერმა გააკეთა და პირველ, ისტორიულ გამარჯვებას, მთელი ქვეყანა ანუ 33 ათასი ადამიანი, რამდენიმე დღე ზეიმობდა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
სან მარინომ ისტორია დაწერა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი