რა ელის მამარდაშვილს ერთი წლის შემდეგ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩეხეთთან მოგებული შეხვედრის ერთ-ერთი გმირი, უდავოდ გიორგი მამარდაშვილი იყო. სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, ჩვენმამეკარემ ურთულეესი ბურთები მოიგერია და ბიჭებს თავდაჯერება შემატა. მას ვრცელი სტატია მიუძღვნა ლივერპულურმა გამოცემამ, რომელშიც შექების გარდა, გიორგის მომავალთან დაკავშირებით, გარკვეული ვარაუდები იყო გამოთქმული და მოდით, ვაღიაროთ, რომ ეს ვარაუდები სიმართლესთან ძალიან ახლოსაა.

ლივერპულური გამოცემის აზრით, მერსისაიდული კლუბი სწორად მოიქცა, როცა ასეთი დონის მეკარე გადაიბირა, მაგრამ „ლივერპულს“ გუნდში ჰყავს ალისონ ბეკერი, ბრაზილიელი კიპერი, რომელიც საუცხოოდ თამაშობს და წელსაც ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ინგლისის პრემიერლიგაში 3 ტური მიილია, „ლივერპულის“ კარს სამივე შეხვედრაში, სწორედ ალისონი იცავდა და ის ერთადერთია, რომელსაც ჯერჯერობით გოლი არ გაუშვია. რა გამოდის? „ენფიულდის“ ბინადართ ჰყავთ ძალიან კარგი მეკარე და ძალიან კარგი მეორე მეკარე, მაგრამ... რატომ უნდა წავიდეს ალისონი მიმდინარე სეზონის ბოლოს, როცა მასთან პრეტენზია არავის გააჩნია. ერთადერთი, რის გამოც მან შეიძლება „ლივერპული“ დატოვოს, ის ჯამაგირია, რომელსაც არაბული კლუბები სთავაზობენ, მაგრამ რომ დარჩეს, რა მოხდება? „ვალენსია“ მამარდაშვილთან იჯარას აღარ გააგრძელებს, მან ესპანური კლუბი უნდა დატოვოს და გადავიდეს... „ლივერპულში“ ვერა, რადგან უდიდესი შეცდომა იქნება, თუ მერსისაიდელები ერთ ან მეორე მეკარეს სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. ამას არცერთი არ შეეგუება და გამოვა, რომ „ლივერპული“ გიორგის ისევ გაანათხოვრებს, ოღონდ ამჯერად ინგლისურ კლუბში, რათა ის პრემიერლიგას შეეგუოს.

ასეა თუ ისე, თამამად იმის თქმა, რომ მამარდა მომავალ სეზონს უეჭველად „ლივერპულში“ დაიწყებს, ჯერჯერობით, არ შეიძლება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას იზამს ალისონ ბეკერი, რომელსაც ახალ სეზონში, მოედანზე გატარებულ 270 წუთში, ჯერ გოლი არ გაუშვია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე