ლისის ტბის მიმდებარედ პრაიდის კვირეულის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადებიან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლისის ტბის მიმდებარედ პრაიდის კვირეულის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადებიან.

დაგეგმილი აქციის გათვალისწინებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესაბამისად, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. მოქალაქეთა ნაწილი პრაიდის ღონისძიების გამართვას აპროტესტებს. ისინი პოლიციის კორდონის მეორე მხარეს იმყოფებიან.

ამასთან, ფესტივალის ორგანიზატორებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს. მათი განცხადებით, ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არანაირი მსვლელობა არ მოეწყობა. აცხადებენ, რომ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა