ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დაიწყება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დაიწყება. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ტაქსის მომსახურების გამწევ პირებთან.

რეფორმის მესამე ეტაპისთვის, გათვალისწინებული იქნება ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი," - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.