Nespresso-ს ქარხნიდან კოკაინი ამოიღეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიაში, Nespresso-ს ქარხანამ ყავის მარცვლების უცნაური ტომრები მიიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყავის ნაცვლად, ეს ტორმები კოკაინით იყო სავსე. როცა თანამშრომლებმა თეთრი ფხვნილი აღმოჩინეს, სამართალდამცავებს შეატყობინეს. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ყავის ტომრებში სუფთა სახის ნარკოტიკი იყო, მისი როდენობა კი 500 კილოგრამზე მეტი აღმოჩნდა. პოლიციის განცხადებით, კოკაინი დროულად ამოიღეს, შესაბამისად, ქარხანაში წარმოებულ პროდუქციასთან ნარკოტიკი არ შერეულა. როგორც ჩანს, დიდი ოდენობით კოკაინი ევროპის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი და სავარაუდოდ, ბრაზილიიდან ჩაიტანეს. ამოღებული კოკაინი საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო, რომლის ფასი, დაახლოებით, 53 მილიონ დოლარია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.