ბექჰემი მეფუტკრეობამ გაიტაცა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და დიდი ოჯახის მამა, დევიდ ბექჰემი მეფიტკრეობით დაინტერესდა. ოჯახთან ერთად, ის დიდ დროს ატარებს კოტსვოლდსში მდებარე აგარაკზე, სადაც სიმშვიდით ტკბება და თან ფუტკარიც მოაშენა. ფეხბურთელი ამ საქმით პანდემიის დროს დაინტერესდა და შეიძლება ითქვას, რომ ახლა, მეფუტკრეობითაა შეპყრობილი. ბექჰემის ეს ჰობი უკვე გადაიზარდა სრულფასოვან ბიზნეს-პროექტში. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელის თაფლის წარმოებას უკვე წელსვე დაიწყებენ. ბექჰემის მეურნეობის პროდუქტის პირველი გულშემატკივარი, მეუღლის - ვიქტორიას გარდა, მისი ახლო მეგობარი, ტომ ბრედია, რომელიც სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდშენის ქმარია. „მომიტანე თაფლი“ - მიუწერა მან დევიდს ფოტოზე. ტომი დარწმუნებულია, რომ დევიდის თაფლი ისეთივე კარგი იქნება, როგორც თავად ფეხბურთელი, რადგან „ნიჭიერი ადამიანი, ყველაფერში ნიჭიერია“.