განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება - პრემიერი ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ: განვიხილეთ  ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება
 
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა, რასაც სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
 
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.
 
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ  ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
 
საუბრისას ხაზი გავუსვით მეტად ძლიერი ევროპისთვის ჩვენს საერთო ხედვას და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.
 
საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა!",- წერს პრემიერი "ტვიტერში".