ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. გუნდის თავკაცმა, ილიას ზუროსმა ბიჭები თბილისში, 17 ივნისს შეკრიბა და ინტენსიურად ამზადებს. ჩვენი გუნდი 1 ივლისს, უკრაინას, გასაგებ მიზეზთა გამო, რიგაში ესტუმრება, 4 ივლისს კი თბილისში, ესპანეთს ვუმასპინძლებთ. ზუროსმა მატჩებისთვის 22 კალათბურთელი გამოიძახა (10 ეროვნული ჩემპიონატიდან, 12 - ლეგიონერი) და მათგან საუკეთესო 12-ეულს შეარჩევს. შემადგენლობას თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ჩვენი გუნდი ორივე შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს და მერე რა, რომ თბილისში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ვხვდებით.

საქართველოს ნაკრები: გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი (ორივე თსუ), გივი ბაქრაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ილია ლონდარიძე (სამივე ოლიმპი), ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), ოთარ ბულიავა (მეგა), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ბექა ბექაური (ბათუმი), რატი ანდრონიკაშვილი (კრეიტონი, აშშ),  თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), დუდა სანაძე (ბორაცი, სერბეთი), ნიკა მეცხვარიშვილი (ლუიზიანა, აშშ), დავით კუკუშაძე (როკჰარსტი, აშშ), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი, ესპანეთი), გუგა ნაცვლიშვილი (კახასიესტე, ესპანეთი), ალექსანდრე ფევაძე (გრან კანარია-2, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (ორში, საფრანგეთი), თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია, იტალია), გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი, აშშ), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).

ავტორი-ბათო ჯაფარიძე