ბალაკი შარში გაეხვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანის ნაკრების ოდინდელი კაპიტანი, მიხაელ ბალაკი 45 წლისაა და კვლავ საფეხბურთო წრეებში ტრიალებს, თუმცა გასულ კვირას ისეთი რამ გახმაურდა, მასთან თანამშრომლობის სურვილი ბევრს აღარ ექნება. მაგალითად, კომპანია „ადიდასმა“ უკვე გამოაცხადა, რომ თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, ბალაკთან ინდივიდუალურ კონტრაქტს გაწყვეტს და წლიურად მილიონ ევროს აღარ გადაუხდის. და მაინც, რა მოხდა?

შარშან, 18 წლის ასაკში, ბალაკი-უმცროსი ავტოავარიაში გარდაიცვალა. მაშინ მიხაელი მთელმა მსოფლიომ გაამხნევა, ბიჭის დაღუპვა ყოფილმა ვარსკვლავმა მძიმედ გადაიტანა, თუმცა... გასულ კვირას, მიხაელი გერმანიის სამოდელო სამყაროში ამომავალ ვარსკვლავთან, სოფია შნაიდერჰანთან ერთად შენიშნეს. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა და ამბავიც ამის შემდეგ ატყდა. როგორც გაირკვა, სოფია ბალაკის გარდაცვლილი შვილის მეგობარი გოგონა იყო, ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ და რომ არა უბედური შემთხვევა... ბალაკის საქციელის გამართლებას ძალიან ცოტა ცდილობს, მის საქციელს კი არასწორს ძალიან ბევრი უწოდებს.

ჩვენ კი... შეგვიძლია, „მესაფლავე“ გადავიკითხოთ.

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე