ძალამიძე ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

29 წლის ჩოგბურთელზე, ნათელა ძალამიძეზე, ალბათ, ცოტას გსმენიათ. საქმე ის გახლავთ, რომ ნათელა ერთეულთა თანრიგში დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნის, აი, წყვილთა თანრიგში კი ერთ-ერთ წარმატებულ ჩოგბურთელად ითვლება და მსოფლიო რეიტინგში, მეწყვილესთან ერთად, 44-ე ადგილზეც იმყოფება. დიდი მუზარადის ტურნირებიდან ბოლოს, „როლან გაროსი“ გაიმართა და ძალამიძე ამ ტურნირზე რუსეთის სახელთ გამოდიოდა. ის მოსკოვშია დაბადებულ-გაზრდილი და კარიერის განმავლობაში, ყველგან რუსეთის სახელით ასპარეზობდა.

წინ დიდი მუზარადის ყველაზე პრესტიჟული, „უიმბლდონის“ ტურნირია და ძალამიძე მასზეც დარეგისტრირდა, ოღონდ ამჯერად, საქართველოს სახელით. დიახ, ნათელა ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა და მსოფლიო რეიტინგში, მისი გვარის გასწვრივ, ახლა ქართული დროშა ანთია. როგორც დიდი გალაკტიონი წერდა: - „წინანდალელი ნათელა, ულამაზესი ქალია, ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია“...

ავტორი-ბათო ჯაფარიძე