ფიგურულ სრიალში ისტორია გადავწერეთ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა, სპორტული სამყარო არ ჩერდება და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობებში აქტიურად იმართება. ერთი ეგაა, რუს და ბელორუს სპორტსმენებს მათში მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ. ასე იყო ამჯერადაც - მონპელიეს „სუდ დე ფრანს არენაზე“, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. აღნიშნული პირველობა ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში გამორჩეული იყო - საქართველომ პირველად იასპარეზა სრული გუნდით (ოთხივე დისციპლინაში) და ისტორიაში საუკეთესო შედეგიც აჩვენა. აქამდე, მსოფლიოს ჩემპიონატზებზე საუკეთესო ელენე გედევანიშვილის მე-10 ადგილი იყო, ახლა კი მორის ყვითელაშვილმა და ციგურაობის წყვილმა, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით - მე-4 პოზიციები დაიკავა, ხოლო ანასტასია გუბანოვა მე-6 ადგილზე გავიდა.

ბოლოს, ყინულზე ცეკვებში ქართულმა დუეტმა იასპარეზა - ყინულზე მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გავიდნენ. მათ 98.62 ქულით თავისუფალში მე-14 პოზიცია დაიკავეს. საერთო ჯამში კი, 31 მონაწილეს შორის, 165.38 ქულით, მე-15 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.

ახლა კი მთავარი - 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიის ქალაქ საიტამაში, 20-26 მარტს გაიმართება. მონპელიეს წყალობით, ვაჟებში, ქალებსა და წყვილებში 2-2 წარმომადგენლის გამოყვანის უფლება გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საიტამაში საქართველო 10 სპორტსმენით წარდგება.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე