უკრაინაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკლეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მარიუპოლში, სამხედრო შეტაკებების დროს, უკრაინელი, მსოფლიოს ჩემპიონი საბრძოლო სახეობებში, 25 წლის მაქსიმ კაგალი დაიღუპა. ის სარაკეტო დაბომბვას ემსხვერპლა. მაქსიმი ომის დაწყებისთანავე, სამშობლოში დაბრუნდა და იარაღით ხელში იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალიან დასანანია, რომ ომის მსხვერპლები საუკეთესოები ხდებიან. ის ჩვენს კლუბში პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო, პირველი უკრაინელი, რომელმაც ISKA-ს ქამარი მოიპოვა. მაქსიმი, უბრალოდ, გულწრფელი და სამართლიანი ადამიანი იყო“, - ეს განცხადება საკუთარ გვერდზე, კაგალის პირადმა მწვრთნელმა, ოლეგ სკირტამ განათავსა, რომელიც ასევე იარაღით ხელში იბრძვის.

კაგალი მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს გახდა. საბრძოლო ხელოვნების გარდა, ახალგაზრდულ ასაკში, რაგბისაც თამაშობდა და უკრაინის 7-კაცა რაგბის ჩემპიონატის გამარჯვებულიც იყო.

 

ავტორი:ბათო ჯაფარიძე