თეთნულდზე ტურნირი ზვავსაშიშროების გამო ჩაიშალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

12 თებერვალს, თეთნულდზე, მსოფლიო ჩემპიონატის ოთხვარსკვლავიანი ტურნირის ძირითადი ტური უნდა გამართულიყო. რამდენიმე უცხოურ ტელევიზიასთან ერთად, სვანეთში არაერთი უცხოელი სპორტსმენი ჩავიდა, მაგრამ ტურნირი ჩაიშალა. უცხოელმა დამკვირვებლებმა მის ჩატარებაზე ნებართვა ზვავსაშიშროების გამო არ გასცეს და ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. არადა, ქართული მხარე აცხადებდა, რომ რეალურად ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა... ჩვენ ერთ-ერთ ადგილობრივს დავუკავშირდით და მომხდარის დეტალები ვკითხეთ.

„ტურნირი მთიდან დაშვებასთან ერთად, გაუკვალავ თოვლში სრიალსაც მოიცავდა, ამიტომ უცხოელმა ორგანიზატორებმა მოითხოვეს, რომ ზედმეტი თოვლი არ ყოფილიყო მთებზე, რადგან ზვავი არ მოწყვეტილიყო. ქართული მხარე ჯერ ვერტმფრენით შეეცადა თოვლის ჩამოშვებას, შემდეგ ააფეთქეს კიდეც, მაგრამ სავარაუდოდ, თოვლი გაყინულია და ძვრა ვერ უყვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზვავის წამოსვლის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, არ არის, მაგრამ რეალურად, მაინც საშიშია. აქედან გამომდინარე, უცხოელებმა არ გარისკეს და ტურნირის გამართვაზე უარი თქვეს, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმაა. ისე გამოვიდა, რომ ამდენი ხალხი მესტიაში ტყუილად ჩამოფრინდა. მართალია, უცხოელებმა მაინც ისრიალეს და დადებითი ემოციები არ დაუმალავთ, მაგრამ მთავარი, რის გამოც ჩამოვიდნენ, არ შედგა“, - გვითხრა ადგილობრივმა.